პლატფორმის მოხმარების წესები და პირობები

ამ გვერდზე მოცემულია პლატფორმა bulbuli.ge (შემდგომში bulbuli.ge) მოხმარების წესები და პირობები. ამ პირობებზე ღილაკის „ვეთანხმები" მონიშვნით თქვენ, შემდგომში მოხსენიებული როგორც „მომხმარებელი", ეთანხმებით და ადასტურებთ რომ გაეცანით ქვემოთ მოცემულ პირობებს სრულად და პრეტენზიები აღნიშნულ პირობებთან მიმართებით არ გაგაჩნიათ.

ტერმინთა განმარტება

bulbuli.ge: შპს "სთორილაინ" (ს/ნ 405508099) მფლობელობაში და მართვის ქვეშ მყოფი პლატფორმა bulbuli.ge. პროდუქცია — კონტენტი, რომლის მიღება შესაძლებელია მომხმარებლისთვის პლატფორმის საშუალებით შემსრულებლისგან მაგ: ვიდეო მოკლე ტექსტური შეტყობინება ან სხვა, არსებული ან მომავალში გამოგონილი ფორმით მიმართვა (მათ შორის შემსრულებლის მილოცვა, მიმართვა ან სხვა). შემსრულებელი — ცნობადი პირი, (მომღერალი, მსახიობი, სპორტსმენი და ა.შ.) რომელიც bulbuli.ge-ს საშუალებით იღებს მოთხოვნებს მომხმარებლისგან და ასრულებს ასეთ მოთხოვნებს გაფორმებული ხელშეკრულებისა და წინამდებარე ვებ-გვერდის და აპლიკაციის პირობების შესაბამისად. მოთხოვნა — bulbuli.ge-ს საშუალებით განხორციელებული შეკვეთა, რომლის საფუძველზე შემსრულებელი ქმნის bulbuli.ge-ზე შეთავაზებული რომელიმეს.

1. პლატფორმა bulbuli.ge

პლატფორმა bulbuli.ge საშუალებას აძლევს მომხმარებელს პლატფორმაზე წარმოდგენილი აუდიო მასალის მოსმენას. პლატფორმის საშუალებით მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდებაზე და მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენებაზე ვრცელდება პლატფორმის წესები და პირობები.

2. ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების წესები

2.1 წინამდებარე პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს რომ არის არანაკლებ 18 წლის. 2.2 bulbuli.ge-ს ფუნქციებით სრულყოფილად სარგებლობისთვის შესაძლოა აუცილებელი იყოს მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მოწოდება, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს უტყუარი ნამდვილი და სრული ინფორმაცია bulbuli.ge-ს ფუნქციებით სარგებლობისთვის. 2.3 მომხმარებელი ეთანხმება, რომ არ გამოიყენებს bulbuli.ge-ს ფუნქციებს უკანონო ქმედების განხორციელების მიზნით, ასევე bulbuli.ge-ს, შემსრულებლის ან მესამე პირებისთვის ზიანის მიყენების მიზნით. 2.4 bulbuli.ge უფლებამოსილია მომხმარებელს უარი გაუგზავნოს პროდუქციის დამზადების მოთხოვნაზე, თუ აღნიშნულით შესაძლოა ზიანი მიადგეს ნებისმიერ მხარეს. 2.5 მომხმარებელი იცნობს პლატფორმის კონფიდენციალობის პოლიტიკას და პრეტენზიები არ გააჩნია.

3. ინტელექტალური საკუთრება

3.1 მომხმარებელი იძენს პროდუქციის პირადი და არაკომერციული მოსმენის უფლებას არა საკუთრების უფლებას თავად პროდუქციაზე. 3.2 მომხმარებელს არ აქვს უფლება გაასხვისოს bulbuli.ge-ზე შეძენილი პროდუქცია, ასევე მოახდინოს პროდუქციის მფლობელობისთვის გადმოწერა. 3.3 პროდუქციაზე განსაკუთრებული უფლებები ეკუთვნის bulbuli.ge-ს ხოლო სხვა საავტორო უფლებები ეკუთვნის პროდუქციის დამამზადებელს/შემსრულებელს. 3.4 bulbuli.ge უფლებამოსილია პროდუქცია გამოიყენოს სარეკლამო მიზნებისთვის bulbuli.ge-ს და bulbuli.ge-ზე განთავსებული პროდუქციის რეკლამირების მიზნით.

4. პასუხისმგებლობა

4.1 bulbuli.ge არ აგებს პასუხს მის მიერ შექმნილი პროდუქციაში არსებულ ნებისმიერი სახის შეცდომაზე. 4.2 მომხმარებელი გარანტიას იძლევა რომ რეგისტრაციის და ანგარიშსწორების დროს იგი არ გამოიყენებს ისეთ ინფორმაციას რომელიც შეიცავს საიდუმლო, პერსონალურ, ან კონფიდენციალურ ინფორმაციას. 4.3 მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში bulbuli.ge უფლებამოსილია შეუჩეროს შეუზღუდოს ან შეუწყვიტოს მომხმარებელს bulbuli.ge-ს ფუნქციებით სარგებლობის უფლება. 4.4 მომხმარებლის მიერ წესებისა და პირობების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში bulbuli.ge უფლებამოსილია შეუზღუდოს მომხმარებელს პროდუქციის გადმოწერის და გავრცელების ასევე საჯარო ჩვენების უფლება.

5. პროდუქციის ღირებულება და გადახდის წესი

5.1 პროდუქტის ღირებულება მოცემულია აპლიკაციაში, და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. 5.2 პაკეტის გამოწერისას თქვენ ეთანხმებით რომ შესაბამისი თანხა დაიბლოკება ან/და მოიხსენება თქვენ მიერ მითითებული პლასტიკური ბარათიდან. 5.3 შეძენილი მომსახურების ღირებულება მომხმარებელს არ უბრუნდება გადა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურებაში არსებულმა ხარვეზმა განაპირობა მომსახურების ჯეროვნად მიწოდება. 5.4 ანგარიშსწორება ხორციელდება ქართულ ლარში. 5.5 მოთხოვნის განთავსებისას თქვენ აცნობიერებთ, რომ bulbuli.ge არ ფლობს საკუთარ გადახდის სისტემას და იყენებს მესამე მხარის გადახდის სისტემას, არ ინახავს და ამუშავებს მომხმარებლის საბანკო რეკვიზიტებს. 5.6 თქვენ უნდა მიაწოდოთ მესამე მხარის გადახდის სისტემას ანგარიშსწორების ბარათის სწორი მონაცემები. 5.7 საგადახდო ბარათის გამოყენება რეგულირდება გადახდის სისტემის წესების შესაბამისად. 5.8 bulbuli.ge იტოვებს უფლებას გააუქმოს მომხმარებლის მიერ განთავსებული მოთხოვნა თუ მომხმარებლის საგადახდო ბარათი უარყოფილია ან მომხმარებლის მიერ დარღვეულია წესები და პირობები. 5.9 პროდუქციის ღირებულება წარმოადგენს bulbuli.ge-ს საფასო პოლიტიკის ნაწილს და bulbuli.ge იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს პროდუქციის ღირებულება. 5.10 ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: info@bulbuli.ge. 5.11 შეძენილი პაკეტის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. გაუქმების შემთხვევაში, პაკეტი დარჩება აქტიური შემდეგი გადახდის რიცხვამდე. 5.12 შეძენილი პაკეტით სარგებლობას მომხმარებელი შეძლებს ანგარიშსწორებისთანავე.

6. ცვლილებები და დამატებები

6.1 bulbuli.ge იტოვებს უფლებას შეცვალოს ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობები ნებისმიერ დროს ცალმხრივად გაფრთხილების გარეშე. ცვლილებები ძალაში შევა მათი პლატფორმაზე გამოქვეყნებისთანავე.

7. ფორს-მაჟორი

7.1 მხარეები თავისუფლდებიან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია გარემოებებით, რომელთა გათვალისწინება მხარეთათვის წინასწარ შეუძლებელი იყო და რომელმაც გავლენა იქონია ვალდებულების შესრულებაზე მაგ: კიბერ-შეტევა, ხანძარი, საომარი მოქმედება, საკანონმდებლო ცვლილებები, და სხვა. 7.2 თუ ფორს-მაჟორული გარემოება გაგრძელდა 3 თვეზე მეტი ვადით, მხარეები უფლებამოსილი არიან მოითხოვონ ხელშეკრულების შეწყვეტა. 7.3 bulbuli.ge უფლებამოსილია აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მომხმარებლებს აცნობოს საჯაროდ გამოქვეყნების საშუალებით.

8. დავების მოგვარება და გამოსაყენებელი სამართალი

8.1 საკითხები რომლებიც არ წესრიგდება წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8.2 წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით, დავების ურთიერთმოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო.

9. დამატებითი პირობები

9.1 უფლების გადაცემა: bulbuli.ge-ს მმართველი კომპანია (შპს „სთორილაინ") უფლებამოსილია ნებისმიერ დროს და მომხმარებლებთან შეთანხმების გარეშე ან დროებით მფლობელობაში გადასცეს მართვის უფლება, წილი და ა.შ. ასევე გამოაცადოს ბანკროტად. 9.2 მხარეები ცალსახად ადასტურებენ, რომ წინამდებარე არ წარმოშობს მხარეთა შორის შრომით, პარტნიორულ, ამხანაგობის ან სხვა ურთიერთობებს.

დაგვიკავშირდით

შ.პ.ს სთორილაინ / info@bulbuli.ge / +995 577 550033