კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ-გვერდზე – bulbuli.ge. ამ გვერდზე მოცემულია პლატფორმა bulbuli.ge (შემდგომში bulbuli.ge)-ს კონფიდენციალობის პოლიტიკა. კონფიდენციალობის პოლიტიკა წარმოადგენს ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებ-გვერდზე შესვლისას და ვებ-გვერდის და აპლიკაციის ფუნქციებით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით კონფიდენციალობის პოლიტიკას, ეთანხმებით მას და პრეტენზიები არ გაგაჩნიათ.
1. რა შემთხვევაში და რა მიზნებით ხდება მონაცემების შეგროვება
თქვენი მონაცემების შეგროვება ხდება, როდესაც: თქვენ ეწვევით bulbuli.ge-ს; თქვენ სარგებლობთ bulbuli.ge-ს ფუნქციებით (ვებ-გვერდის და აპლიკაციის დათვალიერება, შეკვეთის განთავსება, შემსრულებლად დარეგისტრირება და სხვა); თქვენ თავად აწვდით bulbuli.ge-ს თქვენს მონაცემებს; bulbuli.ge-მ ასევე შესაძლოა მოიპოვოს პერსონალური ინფორმაცია სხვა კანონიერი წყაროებიდან.
2. რა მიზნით ხდება ინფორმაციის შეგროვება?
bulbuli.ge-ზე განთავსებული ფუნქციებით და მომსახურებით სარგებლობისთვის; პლატფორმა bulbuli.ge ნებისმიერ წყაროში რეკლამირების მიზნით; ვებ-გვერდის და აპლიკაციის სარგებლობის დროს ტექნიკური დახმარების აღმოჩენის მიზნებისთვის; მარკეტინგული მიზნებისთვის, (პირდაპირი და არაპირდაპირი); კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით; კანონით აუკრძალავი სხვა მიზნებისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება იმ მიზნებისთვის რა მიზნებითაც მოხდა მათი მოპოვება.
3. რა სახით ინახება პერსონალური მონაცემები
თქვენი პერსონალური მონაცემები, როგორც წესი, ინახება ელექტრონულ ფორმატში. იმ შემთხვევისა როდესაც პერსონალური მონაცემების მიღება მოხდა მატერიალური ფორმით, ამ შემთხვევაშიც, პერსონალური მონაცემები შეინახება მატერიალურ ფორმატში. ელექტრონული ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნეს მატერიალურ ფორმატშიც.
4. პირდაპირი მარკეტინგი
თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა ელ-ფოსტაზე info@bulbuli.ge გამოგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, რა შემთხვევაშიც ჩვენ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უზრუნველვყოფთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თქვენი მონაცემების გამოყენების შეწყვეტას.
5. როგორ ხდება თქვენი მონაცემების შეგროვება?
bulbuli.ge-ზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შესაძლოა განხორციელდეს: ავტომატურად სხვადასხვა ტექნოლოგიების მეშვეობით მაგ cookies, Google Analytics და სხვა; თქვენ მიერ ვებ-გვერდის და აპლიკაციის სტუმრობისას; თქვენ მიერ ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში; ჩვენ ასევე შესაძლოა კანონით დადგენილი წესით, პერსონალური მონაცემები მივიღოთ მესამე პირებისგან ან/და სხვა წყაროებიდან.
6. რომელი პერსონალური მონაცემების შეგროვება ხდება?
მომსახურების მიწოდების დროს bulbuli.ge მინიმუმამდე დაიყვანს თქვენ მიერ მისაწოდებელი პერსონალური მონაცემების მოცულობას და სახეობას. bulbuli.ge-ს მომსახურებით სარგებლობისას თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ შემდეგი ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდება: სახელი/გვარი, ასაკი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, მისამართი, შეკვეთის შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, თქვენ მიერ ნებისმიერი ფორმით შემოსული კორესპონდენცია. ვებ-გვერდი იყენებს მონაცემთა შეგროვების ავტომატურ სისტემას, როგორიცაა Cookies ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნეს „თრექინგ" და სხვა ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება ვებ-გვერდის და აპლიკაციის გაუმჯობესების მიზნებისთვის.
7. მონაცემები რომლითაც ვერ ხდება პირის იდენტიფიცირება
ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ ცნობილი იყო ჩვენთვის გამჟღავნების მომენტისთვის ან ასეთი გახდა ამის შემდეგ, ისეთი ინფორმაცია, რომლითაც შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება, ასევე ანონიმური ინფორმაცია, სტატისტიკური, შემეცნებითი და სხვ. არ ექცევა ამ კონფიდენციალობის პოლიტიკის მოქმედების სფეროში.
8. სხვა ვებ-გვერდების ბმულები/ჩანართები
შესაძლოა bulbuli.ge-ზე სტუმრობისას იხილოთ bulbuli.ge-ზე განთავსებული სხვა ვებ-გვერდების ბმულები/ჩანართები. ასეთ ვებ-გვერდებზე არ ვრცელდება bulbuli.ge-ს კონფიდენციალობის პოლიტიკა, არც ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობები და არ წარმოადგენს bulbuli.ge-ს მმართველობის სფეროში შემავალ გვერდებს. bulbuli.ge პასუხს არ აგებს ასეთ გვერდზე გადასვლით მიყენებული ზიანისთვის.
9. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია
თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სწორი და უტყუარი. თქვენ ასევე ადასტურებთ, რომ მესამე პირების შესახებ პერსონალური მონაცემების გაზიარებისას, გაგაჩნიათ კანონით დადგენილი ყველა ნებართვა ასეთი ინფორმაციის გაზიარებისთვის. bulbuli.ge არ აგებს ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნებით დამდგარ ზიანზე.
10. რომელი ინფორმაცია შეგიძლიათ მოითხოვოთ
თქვენ უფლება გაქვთ მოგვთხოვოთ შემდეგი ინფორმაცია: რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ; თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანი; თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები; ვისზე გაიცა თქვენ შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
11. მოძველებული არასრული და არაზუსტი ინფორმაცია
თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაციის განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ასეთი მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ უფლება გვაქვს თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება რომ მონაცემები არასრულია, არაზუსტია ან არ არის განახლებული, გავასწოროთ ან გავაახლოთ მონაცემები. თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი თქვენ შესახებ უახლესი და ზუსტი ინფორმაციის მოწოდებაზე.
12. პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე პირებისთვის
თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება შესაძლოა განხორციელდეს მესამე პირებისთვის თუ აღნიშნული აუცილებელია თქვენი შეკვეთის დამუშავებისთვის, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის კანონით ან თქვენი თანხმობის გარეშე. bulbuli.ge-ს გამართულად ფუნქციონირების მიზნით ასევე მარკეტინგული მიზნებისთვის შპს „სთორილაინ" შესაძლოა მომსახურება მიიღოს მესამე პირებისგან, მომსახურების ფარგლებში შესაძლოა საჭირო იყოს თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე მხარე კომპანიებისთვის გადაცემა.
13. მარეგულირებელი კანონები, პრეტენზიები
ეს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ნებისმიერი პრეტენზია უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@bulbuli.ge.
14. ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა შესაძლოა bulbuli.ge-ს მიერ ცალმხრივად განახლდეს ან შეიცვალოს, რაც შეიძლება განპირობებული იყოს კანონმდებლობის ცვლილებით, ვებ-გვერდის და აპლიკაციის შიდა პოლიტიკის, ფორმატის და სხვა მიზეზებით. ცვლილება ძალაში შევა მისი ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
დაგვიკავშირდით
შ.პ.ს სთორილაინ / info@bulbuli.ge / +995 577 550033
